დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში

პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტყილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა