დავით სერგეენკო დევნილებისთვის ბინების გადაცემაზე - მინისტრი ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა

მინისტრი ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. ის სამინისტროს შენობასთან მიმდინარე დევნილთა აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრი ბინების გაცემის საკითხში ვერ ჩაერევა.

„მინისტრი ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა. ეს არის გამჭვირვალე და თვლადი მეთოდოლოგია, რომელიც გარკვეულ ქულებს ანიჭებს. მე ძალიან მტკივა გული ყველა იმ ადამიანზე, დევნილზე თუ არადევნილზე, ვისაც სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ის წესი და რიგი, რაც დადგენილია, აუცილებლად არის დასაცავი და მინისტრი ამაში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას და დაშლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე განსახლების საკითხზე პასუხებს არ მიიღებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა