"ევროპული საქართველო" პრემიერს -რატომ არ მოითხოვეთ სანქციებში საქართველოს თემატიკის შეტანა?

პრემიერ-მინისტრს კითხვით მივმართავთ, ახსნას, რატომ არ გამოიყენა შესაძლებლობა და რატომ არ მოითხოვა ჩვენი თამატიკის, კონკრეტულად ოკუპაციასთან ერთად „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის სანქციების მოთხოვნებში შეტანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემურ თემაზე ისეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე, როგორიც მიუნხენის კონფერენციაა, ყურადღების გაუმახვილებლობა დანაშაულია.

„ევროპული საქართველოს“ სახელით მსურს გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ბახტაძის გამოსვლას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენეციაზე. პრემიერმა ბახტაძემ საკუთარ გამოსვლაში არ გამოიყენა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და არ მოითხოვა საქართველოს თემატიკის, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის, დევნილთა დაბრუნების საკითხის და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის ჩართვა დასავლეთის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებულ და დასაკისრებელ სანქციებში. როგორც მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შესულია სანქციების ახალი, ძალიან მკაცრი პაკეტი, პერსონალური სანქციების პაკეტი და ამ შესანიშნავი შესაძლებლობის არგამოყენება ჩვენი საკითხის აქტუალიზაციისთვის არის არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დანაშაული.

სანქციების თემატიკაში და მოთხოვნებში ჩვენი პრობლემების მოხვედრის გარეშე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებებათა დარღვევაზე და დანაშაულის დაფარვაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის საკითხის აქტუალიზაცია ვერასდროს ვერ მოხვდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბატონი ბახტაძე ერთ პანელზე იჯდა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან და დიდი ალბათობით, ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტთან მანფერდ ვებერთან ერთად და მას სიტყვა სანქცია არც კი უხსენებია.

პრემიერ-მინისტრს კითხვით მივმართავთ, ახსნას, რატომ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და რატომ არ მოითხოვა ჩვენი თამატიკის, კონკრეტულად ოკუპაციასთან ერთად „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის სანქციების მოთხოვნებში შეტანა?!“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა