ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ბაღების და სკოლების კვების ობიექტებსა და სოციალურ სასადილოებში სურსათის უვნებლობის ნაწილში დარღვევაზე ჯარიმა უნდა გახუთმაგდეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებსა და სოციალურ სასადილოებში სურსათის უვნებლობის ნაწილში დარღვევაზე ჯარიმა მინიმუმ უნდა გახუთმაგდეს.

დანელია კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რამდენად არის თანხვედრაში არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად.

„მაინტერესებს სურსათის უვნებლობის ნაწილში რამდენი ადამიანი ემსახურება რამდენ ბიზნეს ოპერატორს და რამდენად თანხვედრაშია სააგენტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას. თქვენ თქვით, რომ 4 შემთხვევა დაფიქსირდა ამ კუთხით, თქვენ ვერ დაასახელებთ შემთხვევებს, თუმცა საზოგადოებამაც უნდა იცოდეს და მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ მეორედ. კომიტეტის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე და პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პირველივე დარღვევაზე სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებსა და სოციალურ სასადილოებში სისხლის სამართლის პასუხისგებას. როგორც ჩანს, სასჯელი არ არის სათანადო, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ დასაფასებელია ინსპექტირების ციფრები, რომლებიც ვრცელდება, ვხედავთ, რომ პრობლემა სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ საჯარიმო სანქციები მინიმუმ უნდა გავახუთმაგოთ სურსათის უვნებლობის ნაწილში. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა