დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა ECA Academy, შეერთებული შტატები 1996 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემია 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; მართვის ევროპული სკოლა, თბილისი (თავისუფალი უნივერსიტეტი) 2010 წელს.
1999-2000წწ. Northrop Grumman, პროექტის ასისტენტი; 2001-2004წწ. გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში, EDP ასისტენტი; 2004-2007წწ. "გაეროს ოპერაციები კოტ დ’ვუარში", რეგიონალური წარმომადგენელი; 2008-2009წწ. "ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", თბილისი, პროექტის მენეჯერი/შიდა კონსულტანტი; 2009-2011წწ. "ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", თბილისი, პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსი; 2011-2013წწ. სს "სილქნეტი", დირექტორთა საბჭოს წევრი, მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014 წელს სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო, დირექტორი; იმავე წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).