ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „ბადაგონის“ 8 ღვინომ ოქროს მედალი მიიღო, მათ შორის ქვევრის საფერავმა - Great Gold Medal და 95 ქულა.
წლევანდელ კონკურსში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-ზე მეტი ღვინო და ალკოჰოლური სასმელი მონაწილეობდა. გამარჯვებულები საერთაშორისო სომელიეების, ენოლოგებისა და ღვინის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის წესით შეაფასა.
(R)