კომპანია NMG (Nikora Management Group), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
6 ოქტომბერს, კომპანიამ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამორჩეულ მონაწილეს, ერთადერთ აბიტურიენტს, ანანო ბაბუნაშვილს, რომელმაც ყველა ჩაბარებულ საგანში მაქსიმალური ქულა მოიპოვა, ფულადი საჩუქარი, 5000 ლარი გადასცა.
NMG-სთვის განათლების ხელშეწყობა, მომავალი თაობის მოტივირება და წარმატებული ახალგაზრდების წახალისება საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მომენტი როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა ავიღე, იყო წარმოუდგენელი. ზოგადად ემოციური არ ვარ, მაგრამ ამ მომენტში მახსოვს, როგორ ვკანკალებდი სიხარულისგან. არ ველოდი ასეთ დაფასებას NMG-ისგან და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მომავალი წარმატების სტიმულიცაა. ვფიქრობ, კერძო სექტორის ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ძალიან დიდი სტიმული მომავალი თაობებისთვის. ის ფაქტი, რომ მათ შრომა დაუფასდებათ, ძალიან ბევრს ნიშნავს“. - განაცხადა სტუდენტმა ანანო ბაბუნაშვილმა.
როგორც NMG-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, დათო ურუშაძემ აღნიშნა, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა კომპანიის CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობის მოტივირება NMG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უმთავრესი პრინციპია. როდესაც ახალგაზრდა ასეთ ფენომენალურ შედეგს აღწევს და ყველა საგანში უმაღლეს, მაქსიმალურ ქულას იღებს, ეს განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს.
5000 ლარიანი ჯილდო არის ჩვენი ინვესტიცია მის მომავალსა და აკადემიურ წარმატებაში. გვსურს, თითოეულმა ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ მათ მიღწევებს დიდი მნიშვნელობა აქვს. NMG მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს როგორც სკოლების, ისე სტუდენტებისა და სხვადასხვა ოლიმპიადაში გამარჯვებულების მხარდაჭერას“, - განაცხადა დათო ურუშაძემ.
ინიციატივის მნიშვნელობასა და ბიზნესის ჩართულობაზე კომენტარი გააკეთა შეფასებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა ჩაბარებულ საგანში მაქსიმალური ქულის მიღება მართლაც გამორჩეული შედეგია. ეს არის მოსწავლის დიდი შრომისა და მიზანდასახულობის დასტური. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მიღწევები სათანადოდ დაფასდეს და მოსწავლეებს სწავლისა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ.
განათლების სფეროსა და, ამ შემთხვევაში, წარმატებულ აბიტურიენტთა მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ინიციატივები მოსწავლეებისთვის ერთგვარი სტიმულია, რადგან მოწმობს, რომ მათი შრომა და წარმატება საზოგადოებისთვის ფასეულია.
განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს ერთჯერადი ინიციატივა არ არის და კომპანია NMG მომდევნო წელსაც გეგმავს საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების წახალისებას“, - განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.
NMG წლებია ახორციელებს სისტემურ პროექტებს საგანმანათლებლო სექტორის დასახმარებლად. კომპანიის CSR პოლიტიკა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:
NMG კვლავაც განაგრძობს ინვესტირებას ცოდნის გავრცელებასა და ინოვაციურ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რათა შექმნას მეტი შესაძლებლობა მომავალი თაობისთვის.