საერთაშორისო ფორუმი - „მედიაცია ბიზნესისთვის“ გაიმართა

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ერთობლივი მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი -„მედიაცია ბიზნესისთვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ, USAID მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯონ პენელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი საქპატენტის დირექტორმა სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

“ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

ფორუმზე უცხოელი ექსპერტებმა გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება, კერძოდ მაიკლ მაკილვრათმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თუ რატომ უნდა გაიღოს ბიზნესმა რესურსი მედიაციაზე.

დისკუსიის ფორმატში ასევე მიწვეულ სტუმრებმა განიხილეს კომერციული მედიაციის როლი ბიზნეს-ეფექტურობის მიღწევაში და ბიზნეს დავების გამოწვევები სასამართლოში.

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, სტაბილური პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეფექტიანად, მოკლე ვადაში და ნაკლები დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავები თავად მოაგვარონ მედიაციის გამოყენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს