ლევან დავითაშვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან დარგში არსებული გამოწვევები განიხილა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, აგრეთვე პროფილური საჯარო უწყებებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

„სამშენებლო ბიზნესთან შეხვედრა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან ყურადღება გამახვილდა დარგის წინაშე არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელთა გადაჭრის გარეშეც სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგება. აღინიშნა, რომ ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუწყო ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა.

გადაწყდა, რომ დარგში არსებული ვითარების შესასწავლად და გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და სხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს, რაც სამომავლო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა