ანონსი  16 დეკემბერი

16 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ" საჯარო სექტორთან მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს. შეხვედრას გახსნის ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი.

თემა: „როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება“.

მის: ქუთაისი, წერეთლის #13 (ქუთაისის უნივერსიტეტი)

საკონტაქტო: თათუსია ლომთაძე - 551 51 35 14

16 დეკემბერი, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევების პრეზენტაციას გამართავს.

კვლევის თემები: ადგილობრივების მონაწილეობისა და საზედამხედველო ორგანოების ეფექტიანობის შეფასება წიაღის სექტორში.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი გაიმართება.

16 დეკემბერს, 11:00 საათზე „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გაიმართება.

კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში ჯონ პენელი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი „საქპატენტის“ დირექტორი სოსო გიორგაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

მის: ჭავჭავაძის 64ა

საკონტაქტო პირი: მერი მახარაშვილი 599 500 137

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ახალი კანონპროექტი ავტოსადგურებთან დაკავშირებით - რა ცვლილებებია დაგეგმილი და რა გავლენა ექნება სამგზავრო გადაყვანებზე. საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები“.

მის:კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, საფრანგეთის საელჩოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც 6 არასამთავობო ორგანიზაცია შეაჯამებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ ვიზიტს ბრიუსელში.

მის:ჭოველიძის 4ა

16 დეკემბერს, 12:30 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროექტების - „შენ შეძლებ!“ და „უკრაინიდან საქართველოში: ქალები ქალებისთვის“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

თემა: პროექტის ბენეფიციარი საუკეთესო ბიზნეს გეგმების ავტორი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გამოვლენა და დაჯილდოება.

მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106 (მე-3 სართული)

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 51 44 45

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნული კონფერენცია და გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წამომადგელობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29, (სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“)

16 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სოსო გოგაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა