ანონსი 3 მაისი

3 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 მაისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა. საქართველო დღითიდღე შორდება ევროპულ ბაზარს და ხდება კიდევ უფრო დამოკიდებული რუსულ ეკონომიკურ სივრცეზე“.

მის: “ლელოს” ოფისი

საკონტაქტო ია ადეიშვილი 599 26 40 26

3 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ევროპული ბიზნესასოციაცია კომპანია „გრანთ თორნთონთან“ ერთად ღონისძიებას „დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებები“ გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ბიზნეს ომბუდსმენი ოთარ დანელია და ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი.

საკონტაქტო: მარიამ ცისკაძე - 598 13 99 13

3 მაისს, 11:00 საათზე, ოზურგეთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრი- თათია ნიკოლაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოზურგეთის ბაღებში არსებული უმძიმესი მდგომარეობა.

საკონტაქტო: თათია ნიკოლაშვილი - 599 193 131

3 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „რატომ მყარდება ლარი - რა ფაქტორები ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს პროცესი.

როგორ აისახება ლარის გამყარება ინფლაციურ პროცესებზე - მოსალოდნელია, თუ არა ფასების კლება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 მაისს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 მაისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

3 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 მაისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: თბილისის მერი კახი კალაძე და საერთაშორისო სანქციები.

მის: მცხეთის ქ.49.

საკონტაქტო: 599 36 70 70

3 მაისს, 15:00 საათზე, ორგანიზაცია „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ პრესკონფერენციას გაიმართავს.

მის: ტერმინალი, უნივერსიტეტის #24

საკონტაქტო: 595 09 04 43

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა