აჭარაში 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

28 წლის მამაკაცის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის შემდეგ როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ დედისა და 8 წლის გოგონას ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს ერთი მოწმე, ხოლო დაცვის მხარეს ხუთი მოწმე ჰყავს და მიიჩნევენ, რომ შეძლებენ ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმე ეხება 8 წლის გოგონას დედის განცხადებს, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მიმართ აჭარაში, ერთ-ერთ სასტუმროში, 28 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, რომელიც ამავე სასტუმროს მეპატრონეა. 8 წლის გოგონას საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სოციალური სააგენტო და ფსიქოლოგები არიან ჩართული. ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო: 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა