ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური - ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა ანდრია სარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ღუდუშაურის კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად მამა გიორგის მეტყველება შეუძლია, თუმცა სუსტად.

„მამა გიორგის მდგომარეობა არის რთული, არ არის მარტივ ფორმებში. როგორც ცნობილია, მას მარჯვენა კიდურები წართმეული აქვს და შესაბამისად, მამა გიორგი პირად საუბრებში სუსტად საუბრობს. პირველ დღეს, როცა დააკავეს, როდესაც დაიწყეს უსამართლობა და მამა გიორგისთვის უსამართლო განაჩენის გამოტანა, მას ჰქონდა იგივე პრობლემები და იგივე სამედიცინო დასკვნა, რაც დღეს არის - ინსულტის ნიშნები. შესაბამისად, დღესაც იგივენაირად, ამ უსამართლობის წნეხის ქვეშ, ნერვიულობის ფონზე ის ამ ყველაფრის მსხვერპლია და არანაირი გარანტია არ გვაქვს იმისა, ხვალ და ზეგ რომ ის ნორმალურად იგრძნობს თავს. სანამ ეს უსამართლო კამპანია მის წინააღმდეგ მუშაობს, მანამდე, რა თქმა უნდა, სიცოცხლესთან დაკავშირებული საშიშროება არსებობს”,-აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.

მისივე თქმით, ის საინიციატივო ჯგუფის მოწოდებას უერთდება, რომ პატრიარქმა მიმართოს პრეზიდენტს, რათა შეწყალების აქტი გამოსცეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს