სახალხო დამცველი ღუდუშაურის კლინიკაში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ღუდუშაურის კლინიკაში მოსანახულებლად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

როგორც კლინიკაში შესვლამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვიტა პირადად გაეცნოს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისგან მოისმინოს, აქვს თუ არა რამე პრეტენზია.

“როგორც იცით ომბუდსმენის აპარატი დეკანოზ მამალაძის საქმეს სწავლობს ფაქტობრივად იმ დღიდან, რაც მას ბრალი წარუდგინეს. ჩვენ ამის თაობაზე მომზადებული გვაქვს დასკვნაც. ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა პირველივე დღეს,როდესაც ის გადმოყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. იმ ეტაპზე სახალხო დამცველთან მას რამე თხოვნა არ ჰქონია, თუმცა დღეს გადავწყვიტე, რომ პირადად მოვინახულო, ვნახო როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა , რამდენად არის კმაყოფილი სამედიცინო მომსახურებით, აქვს თუ არა რამე პრეტენზია", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს