„ვარაზის ლუდის ბაღში“ დებიუტანტი ავტორის, ნუგზარ ღვალაძის წიგნის, „მერსისაიდული დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება

„ვარაზის ლუდის ბაღში“ 24 თებერვალს დებიუტანტი ავტორის, ნუგზარ ღვალაძის წიგნის, „მერსისაიდული დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“–დან აცნობეს, წიგნი მოგვითხრობს ბიჭზე, რომლის ცხოვრების აზრიც ფეხბურთია, სათაყვანებელი გუნდი კი – „ლივერპული“. ნაწარმოების წარდგენა „ლივერპული-მანჩესტერის“ მატჩამდე ერთი საათით ადრე გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებსა და წარმდგენებს, შესაძლებლობა ექნებათ, სანახაობრივ მატჩს იქვე უყურონ.

„ნუგზარ ღვალაძის „მერსისაიდული დღიური“ არა მარტო ლივერპულის, არამედ, ზოგადად, ფეხბურთისა და სპორტის ქომაგებისთვისაა საინტერესო. წიგნი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობით ათასი გულშემატკივრის ყიჟინამდე.

„მერსისაიდული დღიური“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ აღმოჩენაა. ავტორისთვის ეს სადებიუტო წიგნია, რომელიც შეუპოვრობაზე, მიზნისკენ სწრაფვასა და ოცნების ახდენაზე მოგვითხრობს.

წიგნი მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს კი წიგნის შეძენა ადგილზეც შეეძლებათ“, – აცხადებენ გამომცემლობაში.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/609507052805495/

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა