ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში, ინტენსიური გაცვლით ვიზიტების მნიშვნელობას.

საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი. ირაკლი კობახიძე ავსტრიას მიმდინარე თვეში ეწვევა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს