სექტემბერში საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

პირველი ფინური სტანდარტების შესაბამისი სკოლის პრეზენტაცია 19 თებერვალს, 18:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგიდან” აცნობეს.

ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში იწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.

საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, პირველ ფინურ სკოლას გახსნის საგურამოში.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მიხედვით. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. ფინური სასკოლო მეთოდი სკოლის ასაკიდანვე უზრუნველყოფს ბავშვში ინტერესის სფეროების და პროფესიული მისწრაფებების გამოვლენას. აქედან გამომდინარე, სკოლის კურსდამთავრებულმა ყოველთვის იცის რა უნდა, რადგან ის პრაქტიკულ მომავალზეა ორიენტირებული. ყველა ბავშვისთვის განათლების და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი, რაც გამორიცხავს ბავშვის ე.წ. “ჩამორჩენას” ამა თუ იმ აკადემიურ საგანში.

აგრეთვე ცნობილია, რომ ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მაჩვენებლები არის მთავარი მოტივატორი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისთვის“ განახორციელოს ფინური საერთაშორისო სკოლის პროექტი საქართველოში.

ფინურ განათლების მოდელში წამყვანი როლი მასწავლებელს ენიჭება.

„ფინური სკოლის მასწავლებელი უნდა ფლობდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხს. მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, გამოიყენონ მეტი თავისუფლება გაკვეთილების პროცესში, რაც ამყარებს საზოგადოების ნდობას განათლების სისტემის მიმართ. მათ შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკის გაკვეთილები ღია სივრცეში საკლასო ოთახის გარეთ, ან გააერთიანონ რამდენიმე საგანი და ჩაატარონ ის ერთი გაკვეთილის ფორმატში. მსგავსი მეთოდი განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის ანალიტიკურ აზროვნებას“, - აცხადებენ მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი Polar Partners, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნული ჯგუფი შედგება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისგან: განათლების ექსპერტებისგან, პედაგოგიკის ტრენერებისგან, არქიტექტორებისგან, IT სპეციალისტებისგან, მშენებლებისა და დიზაინერებისგან, რომლებიც მუშაობენ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” თანამშრომლებთან ერთად იმისათვის რომ ფინური სკოლის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ფინურ კონსორციუმთან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partner უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ფინური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად. .“, - განმარტავენ ჰოლდინგის მენეჯმენტში.

სწორედ Polar Partner უზრუნველყობს ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ გადამზადებას მსოფლიოში პირველ სასკოლო მოდელად აღიარებული ფინური მოდელის მიხედვით. ტრეინინგებს და გადამზადებას ატარებენ ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინელი პარტნიორები მზად არიან ღიად ითანამშრომლონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან იმისათვის რომ განახორციელონ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განათლების განვითარებაში“, - აცხადებენ ჰოლდინგის მენეჯმენტში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა