ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება

სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

იხილეთ ვიდეო: ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია