ივანე მაჭავარიანი - გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს

მე გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.

„პირიქით, ანაკლიის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მას მხარს. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ. ამავდროულად, არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მე მჯერა, რომ პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი. ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტი ცალკე მდგომი, მნიშვნელოვანი მასიური პროექტია და ინვესტორების გადაწყვეტილება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ პროექტში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად გამართლებული იქნება მათთვის ეს პროექტი ეკონომიკურად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა