კანონმდებლობაში ტერმინი „მწვანე ხაზები“ შემოვა, რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს

კანონმდებლობაში ტერმინი „მწვანე ხაზები“ შემოვა, რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.

როგორც დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე “მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი.

“ტერმინი “მწვანე ხაზები“ ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული. კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა და ძალიან ხშირია, როცა ადამიანები პარკებსა თუ სკვერებში მშენებლობას აპროტესტებენ.

„ამ პროცესს ახალი ინიციატივით, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმევა. ტერმინი “მწვანე ხაზები“ დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში, იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს