ფინანსთა მინისტრი - გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს

გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე იქნება ჩქაროსნული გზა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ 250 მილიონი ევროს გამოყოფის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა მიზნობრივად რუსთავი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდი ავტომაგისტრალებს მოხმარდება.

“როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე შეღავათიანი სესხია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან. როგორც იცით, ეს არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია მათთან ვთანამშრომლობთ. 250 მილიონ ევროზე მოხდა ხელშეკრულების დადება და დაფინანსდება მიზნობრივად რუსთავი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი, რაც მთავარი ე.წ. ხერხემლის ნაწილია. შესაბამისად, გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე იქნება ჩქაროსნული გზა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი