არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მხრიდან გუნდის შესაძლო დატოვების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ თვითონ განვაცხადეთ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული თემა არის რთული პოლიტიკური თემა. როგორც ყველა რთულ საკითხს, ამასაც მოჰყვებოდა რა თქმა უნდა, აქტიური განხილვები. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მოსამართლეების შერჩევა და დამტკიცება უვადოდ მოხდება გამჭვირვალედ, სასამართლოს გარედანაც ექნებათ ადამიანებს მონაწილეობის შესაძლებლობა და პარლამენტი, ამერიკის კონგრესის სტანდარტით, ზუსტად ისე, როგორც ეს არის ამერიკის კონგრესში, ანუ კანდიდატებთან პირდაპირი ინტერვიუების, შეკითხვების გზით, მოახდენს კანდიდატურების განხილვას და კენჭისყრაც მოხდება ინდივიდუალურად. რაც შეეხება უვადო დანიშვნების გადავადებას, გუშინ გაიმართა იურიდიული კომიტეტის სხდომა. მოვისმინეთ არგუმენტები და ერთ -ერთი არგუმენტი არის მაგალითად ის, რომ სასამართლო სისტემაში დღეს მუშაობენ პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც კანონდებლობის შესაბამისად ელოდებიან სამი წლის შემდეგ დანიშვნაზე გადაწყვეტილებას. ალბათ, არ იქნება სწორი, თუ სახელმწიფო ამ ადამიანებს მიუხურავს კარს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება თალაკვაძის მოლოდინებს გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის შესაძლო წასვლის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისთვის.

"ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნით ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა. ასევე, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესების სათავესთან იდგა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული," - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა