მამუკა არეშიძე - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გასათვალისწინებელია

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გასათვალისწინებელია, - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გააკეთა. მამუკა არეშიძე ეკა ბესელიას ინიციატივას მოსახლეობის გამოკითხვასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

„შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით პლებისციტი ვერ ჩატარდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უნდა მოხდეს ამ თემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რაც საზოგადოებას აქვს. მოსამართლების უვადოდ დანიშვნა შეიძლება სპეციფიური საკითხია და საზოგადოებას არ ჰქონდეს ამაზე მკვეთრად გამოხატული აზრი. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შესასწავლი, გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია“, -აცხადებს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას გეგმავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს