“მინისტრის საათის“ ფორმატში, ხვალ, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

“მინისტრის საათის“ ფორმატში, ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენას ორი სასესიო დღე დაეთმო, ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა 20 თებერვლისთვის გადაიდო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს