სხვადასხვა სამუშაოს გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარჯანიშვილის, ზაზიშვილის, ჩუბინაშვილის, მარუაშვილის, გოგი დოლიძის, ხათუნა დონდუას, კლდიაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის და ევროპის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახების IX, Xა კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ახალშენის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე - ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, კაპანელის, ხომლის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი