თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ წუთებამდე მუშაობენ.
იხილეთ ვიდეო: მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე: 40 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს