იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები  - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უსაფუძვლოს უწოდებენ საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დლლიძის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა შერჩევას იუსტიციის საბჭო აჭიანურებს.

"ინტერპრესნიუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“19 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შეაყოვნა.

აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 30 ივლისს და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ეტაპი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საბჭომ დაიწყო კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრა კონკურსში მონაწილე 77 კანდიდატს. ბოლო გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 იანვარს. აღნიშნულ დღეს იგეგმებოდა გასაუბრების ეტაპის დასრულება, რაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი კანდიდატის მიზეზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების არსებობის გამო. აღნიშნული პროცესის პარალელურად საბჭოს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილებები, კერძოდ: საბჭო გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 115 კანდიდატს, განხორციელდა “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა 8 მოსამართლის მიმართ, წარიმართა 3 წლის ვადით დანიშნული 13 მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამ ეტაპზე იგივე პროცედურა მიმდინარეობს 15 მოსამართლის მიმართ, ამასთან ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება საბჭოს სხდომები და ხორციელდება საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

შესაბამისად, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს ინფორმაციის დამახინჯებასა და ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა