გედევან ფოფხაძე - მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ისეთი გადაწყვეტილება  მიიღონ, რომელიც მორალური პასუხისმგებლობით იქნება ნაკარნახევი

წინასწარ რაღაც ვარაუდებზე საუბარი და მომავლის მოდელირება არ მგონია სწორი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მისი და დეპუტატების ნაწილის მიერ გუნდის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება მოსამართლეების საკითხს, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მორალური პასუხისმგებლობით იქნება ნაკარნახევი.

„ეს საკითხი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მისი კენჭისყრა როგორ დაფიქსირდება და ვინ რა პოზიციას გამოხატავს, ეს არ არის მეორეხარისხოვანი. მე მგონია, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს კარგად უნდა გაითავისონ და უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იქნება სინდისით და იმ მორალური პასუხისმგებლობით, რაც ჩვენ გვაქვს აღებული ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მოსმენა მიმდინარე კვირაში პლენარიულ სესიაზე იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტი სესიაზე ხვალ გავიდეს.

პროექტი პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა