პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სესიის მთავარ განსახილველ საკითხებს ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები, ადამიანის უფლებები და ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები წარმოადგენს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე ვითარებაზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

სოფიო ქაცარავა და არჩილ თალაკვაძე ისაუბრებენ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში და გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა