კახა კუჭავა მაია ცქიტიშვილისგან ახმეტის საავტომობილო გზის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა რეგიონული განვითარების მინისტრისგან ახმეტის საავტომობილო გზის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა.

შესაბამისი შეკითხვით კუჭავამ მაია ცქიტიშვილს პარლამენტის სხდომაზე მიმართა, რომელზეც დეპუტატები მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

“ჩემი კითხვა შეეხება ახმეტის საავტომობილო გზის პროექტს. პირველად, როდესაც ეს პროექტი გაჩნდა, საუბარი იყო მაგისტრალების და ტუნელების მშენებლობაზე, რომელიც გადიოდა დაცულ ტერიტორიაზე და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებიც ხვდებოდა ამ პროექტის ნაწილში. შემდეგ გავრცელდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შეიცვალა ეს გზა და საერთოდ აღარ აშენება მაგისტრალი და დაიგეგმა მხოლოდ ძველი გზის რეაბილიტაცია. მაინტერესებს საბოლოოდ, რა გზა აირჩია სამინისტრომ? ეს პროექტი ხორციელდება თუ არა და ზოგადად რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?“, - მიმართა კუჭავამ ცქიტიშვილს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს