სახალხო დამცველი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა და ქვეყანაში ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სახალხო დამცველის აპარატსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის უფრო მრავალფეროვან სტადიაში გადასვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დაგეგმილია ახალი გაფართოებული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ორივე ინსტიტუციის სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.

„შეხვედრაზე ერთ–ერთ საკითხად განიხილეს ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგებისა და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრების ორგანიზება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გაძლიერების მიზნით.

ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით მომართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან სახალხო დამცველისადმი ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მომართვიანობა 96–დან 776–მდე გაიზარდა, რაც აპარატის ცნობადობის გაზრდასთან ერთად საკითხისადმი მგრძნობელობის მატების მაჩვენებელიც არის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე და ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაია გედევანიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა