მაია ცქიტიშვილი - სამინისტროში განხორციელებული სისტემური ცვლილებები წლების განმავლობაში დაგროვებულ ბევრ პრობლემას მოაგვარებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავებულ სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარსდგა.

„იმისათვის, რომ პროექტები უკეთესად, ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს, ასევე თავიდან ავიცილოთ კორუფციული რისკები, წინა წლის განმავლობაში გავაკეთეთ ფუნქციური ანალიზი. გავაძლიერეთ რამდენიმე მიმართულება, მათ შორის - პროექტების მართვა, შიდა მონიტორინგი, საერთაშორისო შესყიდვები, დონორებთან ურთიერთობა, საინჟინრო -ტექნიკური, გარემოს დაცვითი და სოციალური სფერო. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ისინი მზად არიან დაგვეხმარონ ტრენინგების კუთხით ან კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში. ასევე, მოავლინონ ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენს სტრუქტურაში და გაგვიზიარებენ გამოცდილებას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე დასრულებულია პრობლემების იდენტიფიცირება და სისტემატიზაცია, რაც გაკეთდა იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს ის პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდებოდა.

„შევცვალეთ კონტრაქტორებთან ურთიერთობის პრაქტიკაც. ტენდერების გამოცხადებამდე ვატარებთ აქტიურ შეხვედრებს დაინტერესებულ კომპანიებთან და დღეს გვაქვს ის ვითარება, რომ ბევრი ახალი კომპანია შემოვიდა, ყველას აქვს თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, რაც ამცირებს კორუფციულ რისკებსაც. გარდა ამისა, უკეთესი პროგნოზირებისთვის შემოვიღეთ ერთიანი სტანდარტები სატენდერო დოკუმენტაციებთან მიმართებაში, რაც ყველასთვის თამაშის ერთიან წესებს ადგენს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება პროექტების შესრულებაზე, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩაბარების ვადებსა და ხარისხზე.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი