სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გერმანიასა და საფრანგეთზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით

გერმანიის და საფრანგეთის სახით გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია და საფრანგეთი, სადაც გუშინ ვიმყოფებოდი, არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც დღეს ევროპისა და ევროკავშირის ძრავას წარმოადგენენ და ჩვენ ამ ქვეყნების სახით გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები. ჩვენთვის ეს არის ის, რაც დღევანდელ დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, ყველა იმ ფორმატებში და პროგრამებში, სადაც შეგვიძლია, რომ ვიყოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზეც ისაუბრა და თანამშრომლობისთვის გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ასევე, დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ ეკონომიკური კავშირებისთვის, რაც გვაქვს გერმანიასთან. გერმანია ამ წლების მანძილზე საქართველოსთვის მეორე დონორია. ეს იყო პირველივე დღიდან და ეს გრძელდება ახლაც. ეს არის ძალიან დიდი დახმარება საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი გერმანული კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში, მეტი ინვესტიცია და მეტი თანამშრომლობა იქნება, რადგან მხოლოდ ინვესტიცია არ არის ჩვენი თვითმიზანი, თვითმიზანია, რომ მეტი თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება.

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ და მოგიწვიოთ საქართველოში. ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში სტუმრობაც და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩემს საარჩევნო კამპანიაში კულტურასთან ერთად, კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა - ეს რეგიონების განვითარების ხელშეწყობაა, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსა და გერმანიის რეგიონების დაკავშირება და ურთიერთობების გაბმა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ამაშიც გვექნება თანამშრომლობის ახალი ტალღა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა