აკაკი ზოიძე - უფრო მნიშვნელოვანია, როგორი საპენსიო რეფორმა იქნება ქვეყანაში, ვიდრე ის, დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას

უფრო მნიშვნელოვანია, როგორი საპენსიო რეფორმა იქნება ქვეყანაში, ვიდრე ის, დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ნაცვლიშვილისადმი მისი პატივისცემისა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას.

"არ მგონია ეს საკითხი იყოს მნიშვნელივანი. მიუხედავად ბატონ ბექასადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, ეს ყველას პირადი გადაწყვეტილებაა. თვითონ საკითხის მნიშვნელობა უფრო მეტია, როგორი იქნება საპენსიო რეფორმა, ვიდრე პარლამენტის ცალკეული წევრი იქნება თუ არა უმრავლესობაში", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტი ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, რომელიც დაგროვებით საპენსიო რეფორმას ეხება, ხვალ განიხილავს. როგორც გასულ დღეებში ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ის "ქართულ ოცნებას" დატოვებს. როგორც ცნობილია ინიციატივას არ ექნება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მსგავს პოზიციაზეა მმართველი პარტიის დეპუტათა უმეტესობაც.