ადა მარშანია - მესმის შეუღლებულების აღრიცხვა, მაგრამ შეყვარებულების აღრიცხვა ჩემთვის ცოტა გაუგებარია

მე მესმის შეუღლებულების აღრიცხვა, დაქორწინებულების აღრიცხვა, მაგრამ შეყვარებულების აღრიცხვა ჩემთვის ცოტა გაუგებარი რამ არის, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ემზარ კვიციანი საკუთარ ინიციატივას უფრო დააზუსტებს, მაშინ ის უფრო გასაგები გახდება. „ბატონი ემზარის იდეა, როგორც ასეთი, მესმის, მაგრამ ფორმულირება ცოტა არ მესმის. მე ვგულისხმობ შეყვარებულების აღრიცხვას. მესმის შეუღლებულების აღრიცხვა, დაქორწინებულების აღრიცხვა, მაგრამ შეყვარებულების აღრიცხვა ჩემთვის ცოტა გაუგებარი რამ არის. ამიტომ ახლა ფორმულირება თუ შეცვალა ბატონმა ემზარმა ან უფრო თუ დააზუსტა, ადეკვატური გახადა, მისი ეს იდეა აბოლუტურად გასაგებია. მას უნდა, რომ საზოგადოებრივი ფონდი შეიქმნას და ნებაყოფლობითი გადარიცხვით, ვისაც რამდენი შეუძლია, ჩვენ საზოგადოებამ რაღაცნაირად, ხელი შევუწყოთ ამ მართლაც რომ მძიმე და მწვავე პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტას მაინც. რასაკვირველია, ამ საკითხზე პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, პროგრამა უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია.

კვიციანმა მისი ინიციატივის დეტალებზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ახალშექმნილი ოჯახების გარდა, აღნიშნული ორგანიზაცია გარკვეული ტიპის სხვა, მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებსაც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

მისივე თქმით, ცენტრი დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საცხოვრებლად გადავა რეგიონში, სადაც მოქმედებს მთის კანონი, ოჯახი დამატებით დახმარებებს მიიღებს. დახმარება გაიცემა იმ დედებისთვის, რომლებსაც ჰყავთ (სსმ) შვილები. ამ მხრივ კანონპროექტსაც ვამზადებთ „პატრიოტთა ალიანსში“. ასეთ დედებს მძიმე სამუშაოს შემსრულებელი პირების ანაზღაურებასთან გათანაბრებული ხელფასი უნდა ჰქონდეთ.

იხილეთ ვიდეო

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს