ბექა ნაცვლიშვილი - 7 წელია ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში მიზნობრივი გავხადეთ

თუ აკაკი ზოიძის მოსაზრებას ყველა იზიარებს, მაშინ უმრავლესობა დატოვებული მაქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპენსიო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმაზე დიდი ხანია მუშაობს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეიძლება, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძირეულად შეცვალოს.

„თუ აკაკი ზოიძის მოსაზრებას ყველა იზიარებს, მაშინ უმრავლესობა დატოვებული მაქვს, ხომ?! უმრავლესობის დატოვება-არ დატოვება ამ ბოლო დროს სპეკულაციური თემა გახდა. მე 5 თვის წინ მაქვს ნათქვამი, რადგან დიდი ხანია, 8 თვე, საპენსიო სისტემაზე ვმუშაობდი, მე რომ ჩემი და მთავრობის გათვლები გაჩვენოთ, იმის ნახევარი არ აქვთ ნამუშევარი, რაც მე მაქვს. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, რადგან ამან შეიძლება, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძირეულად შეცვალოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვებრძოდით, რომ ხალხზე ძალადობდა. იმიტომ ვებრძოდით, რომ მისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა მიმართული იყო ღარიბების დასჯაზე, ადამიანების გაღატაკებაზე და უთანასწორობის გაზრდაზე. ჩვენ ეს შედეგები მივიღეთ. 7 წელია, ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში, ახლა მიზნობრივი გავხადეთ. საყოველთაო ხასიათი, რაც ჯანდაცვის რეფორმას ჰქონდა, ისიც დავუკარგეთ და საპენსიო რეფორმა იძლევა, უნიკალურ შანსს, რომ ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადავიაზროთ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო