9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის პროცესი დღეს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი დღეს, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლეობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი გაიმართება

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი