სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობით და იმ გზავნილებით დაინტერესდნენ, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან იღებს.

პრეზიდენტმა შეხვედრისას მოკლედ შეაჯამა საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული შეხვედრები და სტუდენტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორები ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გზაზე განხორვიელებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ.

სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდით.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც მონაწილეობდა, პრეზიდენტმა სტუდენტებს განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს