ირმა ინაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ

სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძესთან ერთად ხუთკაციანი ჯგუფი მართავს.

"საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეების, იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტილს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ხუთი კაცი მართავს პარლამენტს, არავისი აზრი არ აინტერესებთ, არავითარი სხვა ინიციატივა არ აინტერესებთ. არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მანკიერი პროცესი, 2 წლის მანძილზე მე ამ თემაზე ღიად ვსაუბრობდი და დღეს უფრო მკაფიოდ ვილაპარაკებ. ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს პარლამენტის მენეჯმენტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს