ფოთის პორტის მშენებლობაში ქართული კომპანიები ჩაერთვებიან, თუმცა ტენდერში მონაწილეობა შესაძლოა, ვერ მიიღონ

ქართული კომპანიები სავარაუდოდ, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ს, რომელიც 50 მილიონი დოლარით აფინანსებს პროექტს, საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართულ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებას სჭირდება.

„უკვე მზად გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია. ორ-სამ თვეში გამოვაცხადებთ ტენდერს, რის შედეგადაც გამოვავლენთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. უკვე გამოთქვეს ინტერესი ნორვეგიულმა, ჰოლანდიურმა, თურქულმა სამშენებლო კომპანიებმა. ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომლებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით,“ - განაცხადა ირაკლი კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი ფოთში 2020 წლის ბოლოს გვექნება.

ცნობისთვის, „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტი ჯამში 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა. ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, 25 ჰექტარს მოიცავს. ჯამში 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა