სემეკი მუხიანი 2-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დეტალური საინვესტიციო პროგრამის კომისიაში წარდგენა დაავალა.

კომისიის განმარტებით, საინვეტიციო პროგრამის განხილვა და კომისიასთან შეთანხმება მოხდება მიმდინარე წლის 1-ლი მარტის საჯარო სხდომაზე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დაესწროს განხილვას.

„კომისიამ პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუხიანის 2-ის დასახლებაში (მუხიანის აგარაკები) სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო კომისიის ქოლ ცენტრში არაერთი ზარი დაფიქსირდა, ასევე, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზეც. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე, სემეკის Facebook გვერდზეც“, – აცხადებენ კომისიაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს