„აქსის თაუერსში“ განთავსებულ სასტუმრო „პულმანში“ დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულ სასტუმროში PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აქსისიდან“ აცნობეს, ტურიზმის განვითარების დირექტორმა გიორგი სამარგულიანმა და თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ მარიამ ქვრივიშვილს 5-ვარსკვლავიანი PILLMAN-ის სასტუმროს სადემონსტრაციო ნომრები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.

სასტუმრო PULLMAN-ი ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც საქართველოში „აქსის თაუერსის“ მინის კოშკში განთავსდება. ის გამორჩეულია სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან, როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით.

გიორგი სამარგულიანის განცხადებით, 226-ნომრიან სასტუმროში საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. ამ სივრცეების 20 000 კვ.მ-ზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც 140 მეტრის სიმაღლიდან იშლება, 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავითა და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე, ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილია.

სასტუმრო „პულმანში“ დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ პირდაპირპროპორციულად ეხმიანება ქვეყნის სტრატეგიას საქმიანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აქ არსებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.

თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, თავის მხრივ, „აქსის თაუერსის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბურობით, ისე იმითაც, რომ ის მთლიანად ქართული პროექტია. ინვესტიციის მოცულობა დღეისთვის 92 მლნ დოლარს შეადგენს და ჩვენ ვამაყობთ მისით“, - აღნიშნა ებრალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა