დღეს ემოციურად დატვირთული ვარ, ისედაც იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ეხლა შეიძლება საათებს ითვლის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი სამწუხაროდ. მაგრამ ის, ვინც ბრძოლის შედეგად მოვიდა და აქ არის, პატივსაცემი ხალხი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, იმას არ გაუჭირდება იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ. სამადაშვილი, რატიანი, მელია დაუჭერენ თუ არა მხარს ჩემთვის ეს არ არის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.