ნინო ლომჯარია სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის საკონკურსოდ წარსადგენ სახელმძღვანელოთა ავტორებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენის და ლიტერატურის მე-7 კლასის საკონკურსოდ წარსადგენ სახელმძღვანელოთა ავტორებს შეხვდა და ადამიანის უფლების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სახელმძღვანელოთა შექმნის პროცესში თანამშრომლობა შესთავაზა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ლომჯარიამ ასევე ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოში სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმის საქმიანობისა და მანდატის ასახვის მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა მდგრადი განვითარებისთვის გაეროს გლობალური მიზნები წარმოადგინა და ამ მიზნების განხორციელებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2018 წელს საკონკურსოდ წარმოდგენილ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები, სასწავლო ეროვნული გეგმით დადგენილი სტანდარტები. ხაზი გაუსვეს უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას.

დისკუსიამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. სახელმძღვანელოთა ავტორებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს თანამშრომლობის ფორმებზე, სახელმძღვანელოთა მონიტორინგის მექანიზმებზე, სხვადასხვა საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში ადამიანის უფლებათა ასახვის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების საკითხზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს