იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა

იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

"ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია", - აღნიშნა პაპოშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებიერიძე დუმილის უფლებას სასამართლოში დაარღვევს. "შემდგომში დუმილს არ აპირებს. ექსპერტიზის დასკვნა, როცა სასამართლოზე იქნება გამოკვლეული და ექსპერტები დაიკითხებიან, მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას. გამამართლებელ განაჩენს ველოდები თუ არა, ამას არ და ვერ გეტყვით, მაგრამ არსებითი განხილვის ეტაპზე ყველაფერი გამოიკვეთება, თითოეულ მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - აღნიშნა ადვოკატმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 მარტს, 14:00 საათზე დაინიშნა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს