GIPA-სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GIPA-სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

„დაარსების დღიდან GIPA-ს მთავრი პრიორიტეტი საქართველოს საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ლიდერების აღზრდაა. გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ამზადებს დარგობრივი კომპეტენციის მქონე კადრებს; ის ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში აღნინშული მიმართულებით და მისი კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია გარემოს დაცვით საჯარო და კერძო ორგანიზაციებში“, – GIPA-ში.

მემორანდუმის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტზე, გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და შეიმუშავებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტრო კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA-ს გარემოს დაცვითი მენჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, უწყებასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს