ანა დოლიძე - წარმოდგენილი პროექტით, უზენაეს სასამართლოში გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელდასმა

წარმოდგენილი პროექტით, უზენაეს სასამართლოში გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელდასმა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. დოლიძემ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს შეეხება.

„სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტით ირაკლი კობახიძემ არ გაითვალისწინა ის პრინციპული მოთხოვნა, რომელიც აქვს ხალხს და ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები ხელიდან გამოსცლოდა კლანს. წარმოდგენილი პროექტით გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება უზენაეს სასამართლოში თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელდასმა. ამით ირაკლი კობახიძემ მოახდინა საკუთარი თავის თვითლუსტრაცია. ამ შენობის შიგნით ის არის კლანის უშუალო და პირდაპირი მფარველი“, - განაცხადა მან.

ანა დოლიძე ეკა ბესელიასა და კიდევ 8 მოსამართლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები დიდი ხნის წინ უნდა გაჩერებულიყო.

„ზუსტად 1 წლის წინ ვთქვი მე, რომ არ შეიძლებოდა უვადოდ დანიშვნების გაგრძელება იმ ფორმით, რა ფორმითაც გადაინიშნა ბევრი ადამიანი, რომელიც უბრალოდ აფუჭებს სასამართლოს რეპუტაციას. სამწუხაროდ, პარლამენტმა არც მაშინ მოიმოქმედა რაიმე და არც დღეს აპირებს აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ სასამართლოში უვადოდ ვნიშნავთ ადამიანებს, რომლებიც არაფერს მატებენ სასამართლოს მაღალ მორალურ რეპუტაციას,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა