ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები მაშინ ახსოვდა, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - „ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო“?!

ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები მაშინ ახსოვდა, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - „ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„მე მინდა, რომ ირაკლი კობახიძე ახლა აქ იჯდეს. მე არ მჩვევია ადამიანის ზურგს უკან საუბარი, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადის და ალბათ, მოისმენს. ირაკლი კობახიძეც კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებები ახსოვდა მაშინ, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - „ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო“. სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს? თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გინდათ პარალელების გავლება? მათ ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩვენი თანაგუნდელების სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს, ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ. მე მათ არასოდეს ვაპატიებ იმას, რასაც სჩადიოდნენ და არც მიპატიებია, სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები მათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა