ირმა ინაშვილი - მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ  400 ათას  ადამიანს  მოვუწოდოთ  მოვიდეს პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა?!

მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ აქ მოვიდეს პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა. გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ ამ ტრიბუნიდან , მოგადგებათ ეგ 400 ათასი კაცი და მერე ნახავთ. ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან, - ასე მიმართა სხდომის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ინაშვილმა ძიძიგურისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა, ჩატარდებოდა თუ არა დღეს კენჭისყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებით დაემუქრა.

„ცოტა არ იყოს უხერხულია. რაც ახლა ხდება პროცედურასთან კავშირშიც არის და საზოგადოებასთან კავშირშიც. ვატყუებთ ამ ხალხს, რომ კენჭისყრა იქნება თუ რას ველოდებით დღეს ჩვენ? მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ ამ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ, აქ მოვიდეს, პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა? გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ, ამ ტრიბუნიდან მოგადგებათ ეგ 400 ათასი კაცი და მერე ნახავთ. ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს