ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობამ დღეს ღიად განაცხადა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არის ამ ქვეყნის მომავალი

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობამ დღეს ღიად განაცხადა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არის ამ ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდნას.

მელიას თქმით, უმრავლესობის დეპუტატები გულით ეთანხმებოდნენ ეკა ბესელიას, თუმცა ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობამ დღეს ღიად განაცხადა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არის ამ ქვეყნის მომავალი. დამოუკიდებელი, ობიექტური მართლმსაჯულება მათზე უნდა ავაშენოთ. აი, ასეთი მეტამორფოზა განიცადეს. 9 წლის წინ აგინებდნენ, აძაგებდნენ 24 საათის განმავლობაში. დღეს „ოცნების“ 15 დეპუტატის გარდა, დანარჩენებმა უბრალოდ ვერ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, არადა მთელი უბედურება იმაშია, რომ გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ ამ კანონპროექტისთვის. დღეს ძალიან ბევრმა დაინახა, რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეალური სახე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს